ბათუმში კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხები მოეწყობა

961

ბათუმში კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები  8 ქუჩაზე  მოეწყობა.  სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: ბათუმგორის ქუჩა, ზედაღელის ქუჩა, ზედაღელის მეორე შესახვევი, ურეხის  და თოდოგაურის დასახლებები.  სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მეჯინისწყლის დასახლებაშიც. კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დეკემბრში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილინ 541 ათასი ლარია. სამუშაოებს შპს ,,არნაბი“ ასრულებს.

წყარო: ტვ25