ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 835 ათასი ლარით განისაზღვრა

555

ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 835 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც ავტორები ამბობენ, პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურაა, რომლისთვისაც 4 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვების შედეგად შენიშვნები აქვთ მოქალაქეებს. შენიშვნები, ბრალდებები და პრეტენზიების აქვს ოპოზიციასაც.

შენიშვნები ეხებოდა ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ტრანსპორტირების პრობლემას, წყლის სისტემის მოწესრიგებას და მოიალაღე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამას.

მაგალითად, სოფელ ვაიოს მცხოვრებლები სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას და წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. სოფელ ოქტომბერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.

ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით 7 ინიციატივა ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას”. მათ შორისაა, ტურისტული ობიექტის, აწესის მიმდებარედ პარკის მოწყობა, ქედის სარაგბო კლუბის მშენებლობა, სოციალური დაუცველი ოჯახებისთვის დამატებითი დახმარება და ა.შ. ოპოზიციის განცხადებით, დოკუმენტი მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს არ ასახავს.