რას უპირებს ბათუმის მერია ბათუმის სავიზიტო ბარათად ქცეულ თევზის ბაზარს, ჯერ უცნობია

1033

რას უპირებს ბათუმის მერია ბათუმის სავიზიტო ბარათად ქცეულ თევზის ბაზარს? დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ ქალაქის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ სხვადასხვა ვერსია განიხილება. მათ შორისაა გადატანა, ან რეკონსტრუქცია. ამის შესახებ სიუჯეტი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა.

ბათუმის მერიაში, ჯაბა ტუღუში ირწმუნება, რომ კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა კერძო მესაკუთრე ამბობს, რომ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. სხვათა შორის საკრებულოს უკვე მეორე სხდომაა დეპუტატები ბაზარში არსებულ ვითარებასა და უსიამოვნო სუნზე აკეთებენ აქცენტს.