სამგორის რაიონში, მესამე მასივში, ახალი სკვერი გაიხსნა

472

სამგორის რაიონში, მესამე მასივში, კიდევ ერთი ახლადმოწყობილი სკვერი გაიხსნა.

:მესამე მასივის მეათე კვარტალში, N20 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელ სივრცეში საბავშვო მოედანი, ატრაქციონები, სკამები და ურნები განთავსდა.

გარდა ამისა, სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოიხატა სკვერთან არსებული კედელი”, – განმარტავენ გამგაობაში.

მათივე ცნობით, პროექტის შესრულებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 53 221 ლარი გამოიყო.

სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ “ალგე ჯგუფი“ განახორციელა.

“სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 15 სკვერი მოაწყო. ამჟამად კი, რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები სამ მისამართზე მიმდინარეობს”, – აცხადებენ გამგეობაში.