ბათუმში, მეჯინისწყლისა და ხახულის მდინარეებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

477

ბათუმში, მეჯინისწყლისა და ხახულის მდინარეებზე შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც კომპანია “ბათუმის წყალში” აცხადებენ, სპეცტექნიკის მეშვეობით მდინარეებიდან შლამის ამოღება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, მისი გაღრმავება და გაფართოება მოხდება, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუხსნის დატბორვისა და სანიაღვრე წყლების გამტარუნარიანობის პრობლემას.

მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში და „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნენ.

“გასულ პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალში და ხახულში მთებიდან დიდი რაოდენობით შლამის შეტანა მოხდა. მდინარეების კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები გამტარუნარიანობის აღდგენას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”,-განაცხადა შპს „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა მარიკა გვიანიძემ.