ნუ გვზღუდავთ – ქუთაისში ჟურნალისტებმა მერიის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო აქცია გამართეს

514

წინა სტატია

ნუ გვზღუდავთ – ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლები მერიის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

მათი თქმით, მერიის გადაწყვეტილება, რაც შენობაში შესვლაზე ერთჯერდ საშვს გულისხმობს, მიუღებელია. ისინი შეზღუდვის მოხსნას, ერთწლიან საშვს და აკრედიტაციას მოითხოვენ.

მერიის გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი საშვის და პრესსამსახურის ნებართვის გარეშე შენობაში ვერ შევალთ, მიუღებელია. გაურკვეველია, რატომ დაწესდა შეზღუდვა? მოვითხოვთ, ერთწლიანი საშვები დაუშვან, რადგან ჩვენთვის ყოველჯერზე შეთანხმება შემაფერხებელია და უხერხულობას ქმნის, – განაცხადეს ჟურნალისტებმა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, შეზღუდვა არ წესდება და ჟურნალისტები შენობაში პრესსამსახურთან შეთანხმებით ნებისმიერ დროს შევლენ.