საიამ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგი დაიწყო

1266

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონში წინასარჩევნო მონიტორინგი უკვე დაიწყო. ამის შესახებ საიას ადვოკატმა ნონა ასკილაშვილმა,  ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ორი პოლიტიკური პარტიისა და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიდრე ასკილაშვილი მიმდინარე მონიტორინგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებდა, მათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩვენებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, იგივე ხარვეზები იყო, რაც წინა წლებშიც ფიქსირდებოდა: „ ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვა, აგიტაცია და მუქარა, ასევე არჩევნების დღეს წილისყრის პროცედურების და შემაჯამებელი ოქმების დისბალანსთან დაკავშირებული დარღვევები“.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გელა დემეტრაძის თქმით, წინა საარჩევნოდ დაფიქსირებულ დარღვევებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია: „რაც ქვეყნის მასშტაბით, თითქმის იგივე დარღვევები იყო ჩვენს მაჟორიტარულ ოლქშიც, მაგრამ ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამიტომ არც წელს ველოდებით დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას საქართვლოს სხვა ქალაქებშიც გამართავს.

„ისევე, როგორც გასულ წლებში ჩვენ წელასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაკვირდებით არჩევნებს. მონიტორიგნს გავუწევთ როგორც წინა საარჩევნო ვითარებას, ასევე კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებსაც. ასევე ყველას, ვისაც დასჭირდება, საადვოკატო მომსახურებას გავუწევთ“, – აცხადებს ასკილაშვილი.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე