ბათუმის მერია: ივნისიდან წყალარინების ცენტრალური და სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

395

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისიდან წყალარინების ცენტრალური და სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.

ბათუმის მერიის ცნობით, პროექტი ჯავახიშვილის ქუჩიდან მეჯინისწყლამდე მონაკვეთს მოიცავს, რომლის სიგრძე 60 კილომეტრს შეადგენს.

პროექტის განხორციელებისთვის 38 მილიონ 760 ათასი ლარი გამოიყო. წყალარინების ახალ ქსელზე 2000-მდე ოჯახი დაერთდა.