“ნაცმოძრაობის” წევრი: ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ძვირადღირებული ავტომობილების შეძენას გეგმავენ

653

ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ძვირადღირებული ავტომობილების შეძენას გეგმავენ, – ამის შესახებ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, მიშა ბოლქვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის საკრებულოში დღეს ოფიციალურად უნდა მიიღონ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელვაჩაურის საკრებულოს უმრავლესობას მოუწოდებს, რომ საკითხს მხარი არ დაუჭირონ.

“ავტომობილების შესაძენად ჯამში 175 ათას ლარამდეა გამოყოფილი. ამ თემაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” არაერთხელ ისაუბრა. აღნიშნული შესყიდვა არამიზნობრივია, მერსაც და საკრებულოს თავმჯდომარესაც სამსახურებრივი ავტომობილი ემსახურება, თუმცა დამატებითი კომფორტისთვის ისინი ბიუჯეტიდან თანხებს მაინც ხარჯავენ“, – განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.