ზაჰესში ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

830

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ზაჰესში ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი 335 გრძივ მეტრზე შეიცვალა, რის შემდეგაც, ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო.

„სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარი, დაახლოებით, 3 640 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ბორდიური.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა “ენ კა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 321 156 ლარია გათვალისწინებული.