კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო

1771

კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კურორტზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ახალი გზა საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ „გოდერძიზე“ 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამასთან, ახალი საავტომობილო გზა კურორტზე ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე კურორტ „გოდერძიზე“ 150 მლნ ლარის 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება.

„ამ დროისთვის კურორტის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროები, კოტეჯები, კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები, პიაცა „გოდერძი“ შენდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კურორტს 1300 განთავსების ადგილი დაემატება. კურორტზე 1000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.