დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსებს

662

დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საარჩევნო კოდექსს და თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს – ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასთან ერთად იმსჯელებენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალი წესი. მათთვის, ასევე, მიუღებელია თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების საკითხი.

კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე დაიწყება.