აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი დააკავეს ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით

484

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავეს, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მას ბრალად ედება ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გრიგორიანი, რომელიც ადგილობრივი ფირმის „დანონის“ ხელმძღვანელია, 24 ნოემბერს სოხუმში, საღამოს ექვსი საათისთვის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ის სამართალდამცავებმა პირველ დეკემბერს გაათავისუფლეს. საქმეზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

არტურ ანქვაბი წარსულში დეფაქტო შსს-ს მილიციის სკოლას ხელმძღვანელობდა, გასულ წელს კი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო გასამართლებული, რომელიც 2018 წელსვე ამნისტიით გათავისუფლდა, 2019 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.