ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დღეს ჟენევაში განიხილავენ

555

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქართული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დღეს ჟენევაში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად განიხილავს.

მოლაპარაკებათა 50-ე რაუნდი 11 დეკემბერს შედგება, თუმცა მანამდე, შეხვედრა დღეს თანათავმჯდომარეებთან გაიმართება. მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან, ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

12 დეკემბერს ჟენევაში უკვე დაინიშნა ქართული მხარის სპეციალური ბრიფინგი. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ჟენევის შეხვედრაზე მიიღებენ პასუხს, კონკრეტულად როდის მოგვარდება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდი განსაკუთრებული იქნება. დავით ზალკალიანის თქმით, მთავარი თემა სწორედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფაა. ორი კვირის წინ პრაღაში „ქრონიკის“ დასმულ კითხვას გრიგორი კარასინმა უპასუხა, რომ არ იცის, როდის გათავისუფლდება ქართველი ექიმი. „ეს კითხვა ჩვენ არ გვეხება“, – თქვა კარასინმა, თუმცა აქვე იმედი გამოთქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ.

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მიმართავს დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეც და ექიმის უპირობოდ გასათავისუფლებლად, მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტის მაქსიმალურად გამოიყენებისკენ მოუწოდებს.

15 ნოემბერს ექიმს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.