თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის გახსნა 25 დეკემბერს იგეგმება

1678
ახალი წლის ნაძვის ხე თბილისში

ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნა 25 დეკემბერს იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო განათებების მონტაჟის დათვალიერებისას განაცხადა.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, თბილისი 2019 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება.  მათივე ცნობით, შპს “თბილსერვის ჯგუფმა’’ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში 8 დეკმებერს საახალწლო ილუმინაციებისა და  კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო. 

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. მონტაჟდება ახალი განათებები და ვფიქრობ, ამ საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების შემდეგ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზად იქნება მოწყობილი. საზოგადოება თვითონ შეაფასებს, როდესაც მონტაჟის სამუშაოები დასრულდება და ქალაქი საახალწლოდ განათდება. ნაძვის ხის ანთებას რაც შეეხება, ვფიქრობთ, 25 დეკემბერს გავხსნათ საზეიმოდ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იქნება.  ყველა მსურველს ექნება ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა. საახალწლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო დღეებში მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, “თბილსერვის ჯგუფმა’’ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 8 ნოემბერს დაიწყო და პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.