იტალიაში ვიზიტისას, ზუგდიდის და კასოლა დი ნაპოლის მერები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

843

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდის მერი კასოლა დი ნაპოლის მერთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრა.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, მხარეები შეთანხმდენ გაცვლითი პროგრამების შექმნაზე და ისაუბრეს ახალგაზრდების დაახლოვების მნიშვნელობაზე, მათი სხვადასხვა პროექტებში ჩართვის გზით.

ზუგდიდის მერი ახალგაზრდებს ზუგდიდსა და საქართველოზე ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

ვიზიტის ფარგლებში მერი ესტუმრა სხვადასხვა სახის საწარმოებს და შეხვდა იტალიელ მეწარმეებს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, საუბარი შეეხო ადგილობრივ მეწარმეებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების პერსპექტივებს.

მერი ესტუმრა ღვინის, ყველის, იტალიური პასტისა და ხორცის საწარმოებს. ასევე დაათვალიერა ტურისტული ობიექტები და ორგანიზაციები.

მასპინძელ მხარეს მერმა ზუგდიდისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა.

ზუგდიდის მერიის ცნობით, მერი ეწვია კასოლა დი ნაპოლისა და მიმდებარე ქალაქების ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობასა და წყალმომარაგების კომპანიის ოფისს, სადაც დეტალურად ისაუბრეს თანამედროვე სისტემების დანარგვასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

კასოლა დი ნაპოლის მერისა და ადგილობრივი ხელისუფლების საპასუხო ვიზიტი ზუგდიდში 2020 წლის მაისისთვის იგეგმება.

მხარეების შეთანხმებით 2020 წლის მაისის თვეში ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერება ხელი.