ბათუმის მერიასთან ხმაური იყო

454

სტატიის გაგრძელება

ბათუმის მერიასთან ნაციონალური მოძრაობისა და გამარჯვებული საქართველოს აქტივისტები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები მივიდნენ და შენობაზე სტიკერებს წარწერით „მონა“ აკრავენ. ისინი შენობაში შესვლასაც ითხოვენ, თუმცა დაცვის თანამშრომლები ამის საშუალებას არ აძლევენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

შეკრებილებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის ბიუროში შესვლას სურთ. ისინი ამბობენ, რომ დეპუტატთან საარჩევნო სისტემაზე შეკითხვები აქვთ.

ცოტა ხნის წინ სტიკერის გაკვრისას ინციდენტი დაფიქსირდა. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.