“მონა” – ამ შეძახილებით, ხულოს მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ოფისთან აქცია ხმაურით მიმდინარეობს

728

ხულოში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ხმაურია.

ბოლქვაძის ოფისთან “ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ შეძახილებით “მონა” .

აქციის მონაწილეებს ადგილზე “ქართული ოცნების” აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენეს.

მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებმა აქტივისტები გარეთ გამოიყვანეს. ამას მოჰყვა დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება.

აქციის მონაწილეების თქმით, ანზორ ბოლქვაძემ საარჩევნო სისტემაში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა და იგი ბიძინა ივანიშვილის მონაა.

“ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გვქონდა. შენობაში არ შეგვიშვეს, ისინი „ოცნების“ „ტიტუშკები“ არიან. რამდენჯერმე ხელით შეგვეხნენ და აგრესია გამოხატეს. ანზორ ბოლქვაძეს იმიტომ უდგანან გვერდში, რომ ამისთვის 20 ლარი გადასცენ. ანზორ ბოლქვაძე არის ბიძინა ივანიშვილის მონა”, – განაცხადა აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძემ.