ქუთაისის მერიამ დროშის აღსამართად ტენდერი მეხუთედ გამოაცხადა

451

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე N17 სპორტული სკოლის მიმდებარედ ნაჩუქარ დგარზე ეროვნული დროშის აღსამართად ტენდერი მეხუთედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 959 ლარია.

ბოლოს, 18 ივლისს მეოთხეჯერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

მანამდე სამი ტენდერი, წინა სამი მცდელობისთვის ისე გამოცხადდა, დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა – ნიადაგის შესწავლა მერიას გავლილი არ ჰქონდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება მხოლოდ ერთი წლის და ოთხი თვის შემდეგ დაინახა.

დროშა 36 მეტრის სიმაღლეზე უნდა აღმართონ. ამასთან, ეროვნული სიმბოლიკის ქვეშ ოთხ სანათი დამონტაჟდება.