სამეგრელოს მუნიციპალიტეტებმა სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების პროექტები წარადგინეს

793

სამეგრელო-ზემო სავენთის გუბერნატორის საკონსულტაციო საბჭოს რეგიონის ხუთმა მუნიციპალიტეტმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტები წარუდგინა.

საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ერთხამდ მოიწონეს სენაკის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროეტქები, რისთვისაც საჭირო თანხები აისახა 2015-2017 წლების რეგიონის განვითარების სტრატეგიაში.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტისთვის აბაშის მუნიციპალიტეტს 161 545 ლარი სჭირდება. იგივე ოდენობის თანხა დასჭირდება სენაკს. წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპალიტეტებს, თითოეულ მათგანს 161 545 ლარი. ხობის მუნიციპალიტეტს 142 655, ხოლო ჩხოროწყუს 142 000 ლარი.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

წყარო: ლაივპრესი