დიდუბის რაიონში, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, თანადაფინანსებული პროექტები 99,9 %-ით შესრულდა

689

დიდუბის რაიონში, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, თანადაფინანსებული პროექტები 99,9 %-ით შესრულდა. გამგეობის ბიუჯეტიდან 117 სხვადასხვა პროექტისთვის 998 800 ლარი გამოიყო.

30 ობიექტზე შეიცვალა ამორტიზებული წყალსაწრეტი მილები და შიდა კანალიზაციის ქსელები, აღდგა საერთო სარგებლობის კიბეები. ამხანაგობების მოთხოვნით, გარემონტდა სადარბაზოები, შეკეთდა ქანობიანი და ბრტყელი სახურავები. 20 მისამართზე კორპუსებს ჩაუტარდა სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია. გამგეობის თანადაფინანსებით, გამაგრდა 2 ავარიული საცხოვრებელი სახლი, ასევე 14 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას დაუფინანსდა ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან მოსახლეობის საერთო სარგებლობის ტერიტორიების კეთილმოწყობისთვის 1 296 800 ლარი გამოიყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება.