ქობულეთის მერი და “ნაცმოძრაობის” წევრი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

607

წინა სტატია

ქობულეთის მერიის შენობაში დაპირისპირება გრძელდება. “უნამუსო „ზონდერები“ და განგსტერები ხართ”, – ასე მიმართავენ დაპირისპირებულიმხარეები ერთმანეთს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ქობულეთის მერიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები მივიდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მის თანაგუნდელებს ქობულეთის საკრებულოში მუშაობის შესაძლებლობა ერთმევათ.

თავის მხრივ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ოპონენტებს განუცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მუშაობაში ხელი არ ეშლება და ისინი პროვოკაციას აწყობენ.

ქობულეთის მერიის შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად მირიან ქათამაძე და ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ.

“შენ ხარ ამ ყველაფრის ორგანიზატორი, შენი მოწყობილია დღევანდელი არეულობა, ეს შენობა შენი ხომ არ გგონია?!”,- განუცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა ქობულეთის მერს.

ქობულეთის მერიაში სამართალდამცავები იმყოფებიან და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მერიასთან დილიდან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.