ქონების ეროვნული სააგენტო: პრივატიზების გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ. დასაქმდა 1800 ადამიანი

704

ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ქეთევან კიკნაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პრივატიზების გეგმა, რომელიც 70 მილიონ ლარს შეადგენდა, გადაჭარბებით არის შესრულებული და 88 მილიონს გადასცდა. კიკნაძის გათვლებით, თანხის მოცულობა წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 100 მილიონამდე გაიზრდება.

“2019 წელს პრივატიზების გეგმა 70 მილიონ ლარს შეადგენდა. მინდა, გითხრათ, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, უკვე მობილიზებული გვაქვს 88 847 000 ლარზე მეტი. ვიცით, რომ წლის ბოლომდე გაყიდვებს 100 მილიონ ლარზე მეტით დავასრულებთ”, – ამბობს კიკნაძე.

მისი ინფორმაციით, ამ თანხაში 64 000 000 ლარზე მეტი რეგიონების წვლილია. კიკნაძე, ასევე, აცხადებს, რომ ქონების პრივატიზაციის შემდეგ 1 800 ადამიანი დასაქმდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგი, რაც გვაქვს ელექტრონული აუქციონების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, გამოცხადებული გვაქვს 1 600-ზე მეტი აუქციონი, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებელს უკვე 20%-ით აღემატება”, – ამბობს ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.