რომელ შენობებს ყიდის სახელმწიფო გურჯაანში

569

წინა სტატია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გურჯაანში მდებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობას აუქციონზე ყიდის. გასაყიდი ობიექტების ნუსხა ასე გამოიყურება:

სოფელ მუკუზანში ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებელი;
სოფელ კარდენახში კულტურის სახლის შენობა-ნაგებობა;
სოფელ კარდენახში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა;
სოფელ ყიტაანში ყოფილი კულტურის სახლი;
სოფელ შაშიანში ყოფილი ადმინისტრაციული შენობები;
ქალაქ გურჯაანში, ტაბიძის ქ.N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობები, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა;
ქალაქ გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე შენობა-ნაგებობები, ოფილი ინდბინათმშენებლობის შენობები;

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, აუქციონზე გასაყიდად ერთდროულად 100 ობიექტი გაიტანა. მათი ჯამური საწყისი ღირებულება, 150 მლნ ლარია.