“100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” – სახელმწიფო სამცხე-ჯავახეთში 15 ობიექტს ყიდის

900

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ეკონომიკის სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით, აუქციონზე გასაყიდად ერთდროულად 100 ობიექტი გამოაქვს. მათი ჯამური საწყისი ღირებულება, 150 მლნ ლარია. 100 ობიექტიდან 15 სამცხე–ჯავახეთშია. აქედან ოთხი სასტუმრო კომპლექსია, დანარჩენი კი მყიდველს შეუძლია სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოს.

ყველაზე მეტი გასაყიდი ობიექტი ბორჯომსა და ახალქალაქშია.

საპრივატიზაციოდ გამზადებული ობიექტების სია ასე გამოიყურება:

ახალციხე: სოფელი პამაჯი – სამრეწველო/სასაწყობე/ფერმა, ფართობი 17 680 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 67 600 ლარია;

ბორჯომი: სოფელი ჭობისხევი – სამრეწველო/სასაწყობე, ფართობი 17 261 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 110 000 ლარი;
ქალაქი ბორჯომი – სასტუმრო კომპლექსი, ფართობი 5 351 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 160 530 ლარი;
ქალაქი ბორჯომი – სასტუმრო კომპლექსი, ფართობი 8 864 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 940 500 ლარი;
სოფელი ყვიბისი – სასტუმრო კომპლექსი, ფართობი 12 473 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 224 514 ლარი;
დაბა ახალდაბა – კვების ობიექტი/სასტუმრო, ფართობი 7 780 კვ.მ – აუქციონის სასწყისი ფასი – 222 008 ლარი;

ახალქალაქი: სოფელი ლომატურცხი – სამრეწველო/სასაწყობე, ფართობი 10 472 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი – 59 500 ლარი;
სოფელი არაგვა – სამრეწველო/სასაწყობე, ფართობი 122 618 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი – 409 500 ლარი;
ქალაქი ახალქალაქი – სამრეწველო/სასაწყობე, ფართობი 17 988 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი – 275 920 ლარი;
სოფელი ვაჩიანი – სამრეწველო/სასაწყობე/ფერმა, ფართობი 15 905 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი – 57 800 ლარი;
სოფელი გოგაშენი – სამრეწველო/სასაწყობე, ფართობი 25 056 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი – 62 640 ლარი;
სოფელი აფნია – სამრეწველო/სასაწყობე/ფერმა, ფართობი 29 110 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი – 87 330 ლარი;
სოფელი კარწახი – სასტუმრო კომპლექსი, ფართობი 127 558 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი – 355 800 ლარი;
სოფელი კარწახი – სამრეწველო/სასაწყობე/ფერმა, ფართობი 93 040 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი – 372 160 ლარი;

ნინოწმინდა: სოფელი ჟდანოვაკანი – სამრეწველო/სასაწყობე/ფერმა, ფართობი 292 471 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი – 886 875 ლარი;

ეკონომიკის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, აუქციონზე გასაყიდად ერთდროულად 100 ობიექტი გაიტანა. მათი ჯამური საწყისი ღირებულება, 150 მლნ ლარია. სია დღეს, 29 ნოემბერს გამოქვეყნდა.