ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო

1108
ზომებში არ არის

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შენობაში ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ და იქ არსებულ ინვენტარს აღწერენ. აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ. სამინისტრო კი შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.

შენობაში ადგილზე დასაქმებულების გარდა არავის უშვებენ. სამეურნეო აპარატში დასაქმებულებს მედიასთან ღიად საუბარი არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბის განთავსება დააანონსა.