გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს დიცს, არბოსა და ქორდას სარწყავი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება

570

იმისათვის, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს დიცს, არბოსა და ქორდას  სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დაურეგულირდეს და მოსახლეობას წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდოს, არბო-დიცის სატუმბი სადგური 24 საათიან რეჟიმში მუშაობას იწყებს.

ამის შესახებ შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბუკიამ აღნიშნული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.   დიცის, არბოსა და ქორდის მოსახლეობასთან შეხვედრას,  მასთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძეც ესწრებოდა. შეხვედრაზესაირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს.

“ჩაირთვება 3 ტუმბო. ამასთანავე, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს სამივე სოფლის ფართობებზე”. – აღნიშნა არჩილ ბუკიამ.

სოფელი დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა. დღეისათვის სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით 2017 წელს დამონტაჟდა დამატებითი საქაჩი აგრეგატი.

მათივე ინფორმაციით, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01