კალაძე: გახარიას თბილისელების სახელით მადლობას ვუხდი, 300 მილიონით გაზარდა ჩვენი ბიუჯეტი

631

წინა სტატია

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს, მთავრობის მეთაურს ბატონ გიორგი გახარიას, თბილისელების სახელით, იმიტომ რომ, 300 მილიონი ლარით იქნება გაზრდილი თბილისის ბიუჯეტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

“იმისთვის, რომ ქალაქში განახორციელო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები, საჭიროა ბიუჯეტი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს, მთავრობის მეთაურს ბატონ გიორგი გახარიას, მადლობა მინდა გადავუხადო მას თბილისელების სახელით, იმიტომ, რომ 2020 წლის თბლისის ბიუჯეტი მართლაც რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, პროექტების განხორციელებაში ჩვენ მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ, 300 მილიონი ლარით იქნება გაზრდილი თბილისის ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 300 მილიონით მეტ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ”, – განახცადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.