ზუგდიდის ახალი ბიუჯეტი მიმდინარეზე 6,5 მილიონით მეტი იქნება

524

2020 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 43 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, რაც 6 მილიონ ნახევრით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობასთან შედარებით. ამის შესახებ ცნობილი გახდა ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, რომელიც გუშინ, 27 ნოემბერს შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებიან.

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, მათ რადემინე მოქალაქისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პარტიებისგან მიიღეს რეკომენდაციები, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ითვალისწინებენ.

“ბუნებრივია, ვერ გაიზრდება დოკუმენტი მოცულობაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი რეკომენდაციები, სადაც ეს გათვალისწინებულია”, – აღნიშნა განხილვის დასაწყისში მერმა.

გიორგი შენგელიას თქმით, ინფრასტრუტურა წელსაც პრიორიტეტია და დაემატება ახალი პროგრამები, რაზეც ინფრასტრუქტურის სამსახური ისაუბრებს.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებზე და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის სურვილი გამოთქვა. ასევე, მნიშვნელოვან ინიციატივად შეაფასა სამოქალაქო ბიუჯეტი და მის ფარგლებში კენჭისყრის შედეგად თავად მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები.

დღეს შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ საკრებულოს ფრაქციები და წარადგენენ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივებს.

შეხვედრაზე 2020-2023 წლების პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, დასახელდა დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდა და სპორტი,ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

შეხვედრა “ენდიაის” ორგანიზებით ჩატარდა.