დიდუბის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შუა გამყოფი ზოლი გამწვანდება

842

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდუბის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ შუა გამყოფ ზოლს ამწვანებს. გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, დაირგო 6 მეტრამდე სიმაღლის სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარე. ვფიქრობთ, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობა ამ კონკრეტულ მონაკვეთში საგრძნობლად გაუმჯობესდება. ეს არის ნაწილი იმ დიდი საშემოდგომო რგვებისა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. ჯამში საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში 12 000 მერქნიანი მცენარე იქნება დარგული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ირგვება 167 ძირი კვიდო და 50 ძირი ლეკის ხე, გარდა ამისა, 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე განხორციელდა მიწის შეტანისა და ბალახის დათესვის სამუშაოები. ასევე, დაირგო 180 ძირი სხვადასხვა სახეობის დიდტანოვანი ხე.

მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე დიდტანოვანი ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება.