„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან

629

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ანთაძესა და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ფრაქციის გადაწყვეტილებით, ნაციონალები საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან, გამონაკლისი ბიუჯეტის განხილვა იქნება. ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა დღეს დაგეგმილი სხდომის წინ განაცხადეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

დეპუტატს აინტერესებდა, მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები რატომ არ იმყოფებოდნენ სამსახურში. ისმოდა ურთიერთბრალდებებიც. შენობასთან ასევე მმართველი პარტიის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.

სიტუაცია საბოლოოდ პოლიციამ განმუხტა და ამ წუთებში საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. ადგილზე კვლავ რჩებიან შეკრებილი მოქალაქეები.