რა შენიშვნები შეიტანა საკრებულომ გურჯაანის 2020 წლის ბიუჯეტში

548

წინა სტატია

გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და შენიშვნებით მერიას დაუბრუნეს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხუროშვილის განმარტებით, დეპუტატებმა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის, საბავშვო ბაღებისა და სოციალური სფეროსათვის დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს.

“საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მიერ მოხდა აღნიშნული ბიუჯეტის განხილვა. განსაზღვრულია პრიორიტეტები და აქედან გამომდინარე, შევეცადეთ მათი მიხედვით გაზრდილიყო შესაბამისი სამსახურების დაფინანსება. კონკრეტულად აქცენტი გავაკეთეთ დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურზე, ასევე სოციალურ სფეროზე და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაზე. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებს. აი, ამ კუთხით იყო ჩვენი რეკომენდაციები, რადგან ეს ყველაფერი აუცილებელი და საჭიროა ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის. გრძელდება ამ საკითხებზე მუშაობა და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული ციფრები. იყო აზრთა დიდი სხვადასხვაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით ყველაფერი შეგვეჯერებინა. შესწორებული ვარიანტი, სავარაუდოდ, 10 დეკემბრისთვის უნდა დაგვიბრუნდეს“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მერიის 15 მილიონიანი ბიუჯეტი 25 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.