თემურ ნადარაია, გალში, ქართული ტელეარხების აფხაზურით ჩასანაცვლებლად ანტენების დარიგებას გეგმავს 

658

ოკუპირებული გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაცია ორ სოფელში ახალი სატელევიზიო ანტენების დარიგებას გეგმავს. როგორც ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ თათბირზე განაცხადა, გალელები მეტწილად ქართულ სატელევიზიო არხებს უყურებენ, რადგან მათთვის ხელმისაწვდომი არ არის აფხაზური, ახალი ანტენების საშუალებით კი აფხაზური ტელეარხების სიგნალის მიღებას შეძლებენ.

თემურ ნადარაიამ დეფაქტო ადმინისტრაციის წევრებს დაავალა მიმღებების შეძენა და გალის რაიონის ე.წ. დაბალი ზონის ორ სოფელში მისი დარიგება. ინფორმაციას „გალ ტვ“ ავრცელებს. სიუჟეტში არ არის დაკონკრეტებული, რომელ სოფლებზეა საუბარი და რა თანხა გამოიყო საამისოდ.