პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციური პარტიების გარეშე მიმდინარეობს

457

პარლამენტის პლენარული სესია, რომელიც 12 საათზე იყო დაგეგმილი, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა და კვორუმი, რომლისთვისაც 76 დეპუტატის დასწრებაა სავალდებულო, შედგა.

ცნობილია, რომ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. სხდომას არ ესწრებიან ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რათა მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, გამთენიისას სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები წყლის ჭავლის დახმარებით გაათავისუფლა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ და სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.

მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარე