ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

1430

წინა სტატია

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს კომპანია “აი გრუპი“ აშენებს და მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

“ქარხანაში თავდაპირველად, დაახლოებითმ 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1 000-მდე გაზარდოს.

საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5 000 ელექტრომობილი დამზადდება. ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე გავა”,- აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.