სოფელ ხიჭაურში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

614

სოფელ ხიჭაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 2 სართულიანი შენობა აშენდება. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთათვის. ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. მშენებლობაზე 219 ათას  870 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო.

წყარო: ტვ25