დაჯარიმდა კომპანია, რომელმაც ბათუმში ტროტუარი, გაზონი და ხე ჩააბეტონა

545

ბათუმში, გოგებაშვილი ქუჩაზე, შპს “ადანას”  მეპატრონე ბათუმის მერიამ 1000 ლარით დააჯარიმა. კაფე-ბარის მფლობელმა ტროტუარის ნაწილი, გაზონი და ხე ჩააბეტონა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ დამრღვევს დაევალა ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოს.

ნინოშვილის ქუჩაზე, კაფე-ბარი ტროტუარის დიდი ნაწილზეა განთავსებული, თუმცა ამჯერად მფლობელებმა უნებართვოდ გაზონის ტერიტორია აითვისა და ბეტონით გაასწორა.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა. გამოგზავნილ ფოტოზე ჩანს, რომ ხე ბეტონით არის დაფარული.