უგულავა: თუ დარჩება შერეული მოდელი, არჩევნებს ჩავშლით

583

წინა სტატია

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ 2020 წელს არჩევნები შერეული წესით ჩატარდება, არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ჩაშლიან.

უგულავა “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძემ თქვა, რომ “თემა დახურულია” და მმართველი გუნდი არჩევნების სისტემის ცვლილებას აღარ განიხილავს.

უგულავა ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის “მორიგი აფერისტობაა“და ქართული ოცნება მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, რასაც მისი თქმით, ქართველი ხალხი არ აპატიებს.

“თუ დარჩება შერეული მოდელი, ის მოდელი, რომლითაც ივანიშვილმა უნდა მიიტაცოს სახელმწიფო, კალაძემაც, ღარიბაშვილმაც, გახარიამაც და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში შერეული მოდელით არჩევნები არ ჩატარდება, 3700 უბანია საქართველოში, თითოეულ უბანზე, მთელი ოპოზიცია გამოვიყვანთ 100-100 ადამიანს, გვჭირდება საყვირები, სასტვენები, დოლები, ჩავშლით იმ არჩევნებს…

მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, თუ ამ მიტაცებულ არჩევნებს ჩავშლით და არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას მიიტაცოს, 45 დღეში უკვე კონსტიტუციით დაინისნება სამართლიანი პროპორციული არჩევნები. ისინი გვექაჩებიან გავიდეთ ქუჩაში, გავიდეთ კოსტიტუციის მიღა, ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ კოსნტიტუციის ფარგლებში,“- ამბობს უგულავა “მთავარი“ არხის ეთერში.

კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება.

ამასთან, მისივე თქმით, ხალხო საერთო სახალხო გამოკითხვით, ანუ პლებისციტით გადაწყვეტს, როგორ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ეს გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

ცნობისათვის, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით “ქართული ოცნების” წევრი აკაკი ზოიძე პარასკევს გამოვიდა.

მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. უმრავლესობის სხდომოს პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა “ქართული ოცნების” ოფისი წინ.

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ.