კასპში სააკაძის ქუჩაზე საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

1411

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. კასპში სააკაძის ქუჩაზე არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დაასრულა. სპორტსკოლის რეაბილიტირებული შენობა ორსართულიანია. შენობის საერთო ფართი კი, დაახლოებით, 230 მ2-ია.

პროექტი პარკინგის, გამწვანების ზოლის მოწყობასა და  საპროექტო ტერიტორიის სრულად შემოღობვას ითვალისწინებდა. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ორი 20-კაციანი გასახდელი, როგორც უფროსებისთვის, ასევე, ორი 18-კაციანი გასახდელი ბავშვებისათვის.

“სპორტსკოლას ახლა უკვე აქვს საშხაპეები, გასახდელები, ოთახები სველი წერტილებით როგორც ადმინისტრაციისთვის, ასევე, მსაჯებისთვისა და მწვრთნელებისთვის. შიდა და გარე სველ წერტილებში ცხელი წყლის მიწოდება მზის პანელების მეშვეობით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხდება. განისაზღვრა სახანძრო უსაფრთხოებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური ადგილები. ამასთანავე, საფეხბურთო სტადიონზე დამონტაჟდა ტაბლო და სპორტული განათება, განთავსდა 500 კაცამდე სამაყურებლო ტრიბუნა,  პრეს-ლოჟა და ორი 14-ადგილიანი გადახურული სათადარიგოთა სკამები”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.