ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

762

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზესტაფონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სოფელ ცხრაწყაროში, პირველ და მეორე სვირში, წიფლავაკეში, ასევე კლდეეთი – კინოთის სასოფლო გზებზე ხორციელდება.

გზების კეთილმოწყობის პროცესს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე, დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც გიორგი გოგლიჩიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა – 2021 წლისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ყველა სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს.

ზესტაფონის მერიის ცნობით, გზების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.