ზუგდიდის საახალწლო დეკორაციებისთვის 100 000-ლარამდე დაიხარჯება

1053

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ქალაქის საახალწლო დეკორაციებისთვის 100 ათას ლარამდეა გამოყოფილი. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი დასრულდა, შერჩეულია ერთადერთი მონაწილე „შპს ჯეო სტრიმი“.

100 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი ზუგდიდის მერიის ააიპ-მა “კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა” გამოაცხადა, შერჩეული კომპანია კი მზად არის ეს სამუშოები 97 ათას ლარად შეასრულოს.

“კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ფაცაციამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ წელს სრულიად ახალი და განსხვავებული დეკორაციები მოეწყობა მთავარ მოედანზე.

მისი სიტყვებით, დამოტაჟდება კონსტრუქცია სადაც გამოყენებული იქნება ანგელოზების, სასაჩუქრე ყუთების და სხვა სახის დეკორაციები.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი, ყოფილი სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება.

„ნაძვის ხე იქნება მეორე სკოლის წინ. შარშან სკეიტ პარკში იყო, მაგრამ წელს იქ არ იქნება. იქ ჩვეულებრივ ჩართული იქნება შადრევანი“, – განაცხადა დიმიტრი ფაცაციამ.

მისი იფორმაციით, კომპანია დეკორაციების მოწყობის სამუშაოებს 2-3 დღეში დაიწყებს.