ახალი ტექნიკით აღჭურვილი ნიქოზის ამბულატორია 10 წლის განმავლობაში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

531

გორის სოფელ ნიქოზს და მის მიმდებარე სოფლებს 10 წლის განმავლობაში უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა “ქართლოსის პროექტს” ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის შესახებ.

ორგანიზაციის განმატებით, პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით, უმაღლესი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება ნიქოზის ამბულატორია და 10 წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში 5 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას ექიმი სპეციალისტები უფასოდ მოემსახურებიან.

ნიქოზის ამბულატორიის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მთლიანობაში სულ 5000 მდე ადამიანი ცხოვრობს.

“პროექტის ფარგლებში ნიქოზის აბულატორია აღიჭურვაბა უახლესი სამედიცინო ტექნიკით. პროექტი ხელს უწყობს ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლწობის ჯანდაცვის გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მოწყვლადი ფენებისთვის როგორიცაა ქალები, ბავშვები, მოხუცები, სოც. დაუცველები, შშმ პირები და ა.შ. ჩვენ გვსურს პირველადი ჯანდაცვითი რგოლი იყოს რაც შეიძლება ძლიერი რათა შევძლოთ დაავადების პრევენცია და მართვა.

პროექტის განხორციელების ვადა არის 1 წელი რის შემდეგაც 10 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში უფასოდ მოვემსახურებით ნიქოზის თემის სოფლებს, ქვემოხვითსა და ფხვენისს. ჩვენი გვსურს ჩვენი განხორციელებული პროექტებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ მშვიდობის მშენებლობაში,”- აღნიშნა ნიქოზის ამბულატორიის დირექტორმა, ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.