ქუთაისის მერია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს

848

ქუთაისის მერია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

ქალაქში მშენებარე და მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილი ობიექტების კანონთან შესაბამისობას, ისევ მერიის მიერ შერჩეული კომპანია შეამოწმებს.

საზედამხედველო კომპანიას ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერის გზით შეარჩევს და მას 1 მილიონ ლარს გადაუხდის.

შერჩეული  კომპანია მხოლოდ იმ ობიექტებს შეამოწმებს, რომლის ღირებულებაც 50 000 ლარს აჭარბებს. შემოწმდება მშენებლობის მიმდინარეობა მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებსა და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის მიხედვით.

კომპანიამ კონკრეტულ ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობა უნდა დაიწყოს მშენებლობის დაწყების შესახებ მერიის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან სამ დღეში.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ქუთაისის მერია უფლებამოსილია სამუშაოები  არ ჩაიბაროს.