ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

1414

ხის კოტეჯები ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ აშენდა. ინფორმაციას სამხრეტის კარიბჭე ავრცელებს.

ხის პატარა სახლები მზის პანელებით არის აღჭურვილი. ამასთან, თითოეულ კოტეჯში განთავსებულია რვა საწოლი. კოტეჯებში არის სამზარეულოც.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორებს შეუძლიათ. კოტეჯები ფრინველებზე დასაკვირვებელ შენობასთან ახლოს მდებარეობს.

მშენებლობა დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამის „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ ENPARD II-ის და „კავკასიის ბუნების ფონდის” CNF-ის მიერ. სამუშაოებისთვის 113 772 ლარი დაიხარჯა.