ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

156

საახალწლო ღონისძიებისთვის ტკბილეულის შესაძენად ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ 19 ნოემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 793 ლარია. ამის შესახებ სამხრეთ კარიბჭე წერს.

პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ტკბილეული, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა იყოს შვიდი სახეობის:

1. შოკოლადი ბარი არაქისით;
2. შოკოლადის ბატონი ნუგითა და კარამელით;
3. შაქრიანი ნამცხვარი კარამელით;
4. რძიანი შოკოლადი ქოქოსის ნაზი რბილობით;
5. კრემიანი ვაფლი ტირამისუს გემოთი;
6. შაქარი, ბადაგი, ლიმონმჟავა, წითელი საღებავი, ხილის არომატიზატორი;
7. სასაჩუქრე პარკები – პოლიეთილენის სასაჩუქრე პარკები, არანაკლებ 13სმX28სმ საახალწლო წარწერით.

აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება 27 ნოემბერს დაიწყება.

გასულ წელს, წინაასახალწლო ღონისძიებისთვის ტკბილეულისთვის და სოციალური დახმარების პაკეტებისთვის შაქრის შეძენის მომსახურებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 10 187 ლარი გადაიხადა.