პარლამენტთან აქცია დღეს აღარ გაიმართება

838

წინა სტატია

ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირაში პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას  აცნობებენ.

ადგილზე ისევ რჩება 10-მდე კარავი. საავტომობილო გზა რუსთაველის გამზირზე გახსნილია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 ნოემბერიდან პარლამენტის პიკეტირება და პარლამენტის სხდომების ჩაშლა იგეგმება. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილის თქმით, ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ 18 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათი სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია, დაშლის მიუხედავად, ისევ გრძელდება.

აქციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.