გორის საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” აქციის მონაწილეების შესახებ შეუარცხმყოფელ პოსტს აზიარებს

229

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” შოთა ვანიშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეების შეურაცხმყოფელ პოსტს აზიარებს.

Posted by შოთა ვანიშვილი on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობის წინ აქციები იმართება.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის გუშინ, 18 ნოემბერს, აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს გუშინ პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებულებს.

ამასთან. აქციის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად შემდეგ კი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას.

როგორც გუშინ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებდნენ, პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გაგრძელდა.