საახალწლო განათებების მონტაჟის გამო თბილისში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

686

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღესვე, 23:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის ქუჩაზეც.

სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.