ოკუპირებულ აფხაზეთში კვირაზე მეტია, ტყეები იწვის, ცეცხლი 11 ათას ჰექტარს უკიდია

599

ოკუპირებულ აფხაზეთში კვირაზე მეტია, ტყეები იწვის. ცეცხლი 11 ათას ჰექტარს უკიდია. ცეცხლის კერები სოხუმში, გაგრასა და გულირიფშშია.

ხანძრის ჩასაქრობად რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაგზავნა, თუმცა ხანძარის ჩაქრობას მაინც ვერ ახერხებენ. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთისგან დამატებით დახმარებას ელოდებიან.

ამ დროის მანძილზე, აფხაზური მედია ცეცხლის გავრცელების სხვადასხვა მასშტაბებს ასახელებდა. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ, როგორ მოიქცნენ ძლიერი დაკვამლიანების შემთხვევაში.

აფხაზეთის მთებში, სოხუმის უღელტეხილზე ცეცხლი 10 ნოემბერს გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იშვიათად მაღალი ტემპერატურის გამო ცეცხლი უკვე 11 ჰექტარზე გავრცელდა.