მარტვილის სოფელ სალხინოში ტყე იწვის, რთული რელიეფის გამო, სამაშველო ტექნიკა ვერ შეჰყავთ

581

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ტყე იწვის. ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა. 50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

მიმდინარეობს დაკვალიანმებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

“50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც”, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.